2024წ.
სსიპ გურამ რამიშვილის სახელობის თბილისის მე-20 საჯარო
სკოლა
პედაგოგი: ირინა ზაქარეიშვილი
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
ი.გოგებაშვილის იგავი „ლომი და თაგვი“
|
||||||||||||||||
სწავლების საფეხური
|
მე-2 კლასი
|
||||||||||||||||
მოსწავლეთა პროფილი
|
25
მოსწავლე
|
||||||||||||||||
გაკვეთილის
მიზნები და შედეგები
|
მოსწავლე
შეძლებს:
§ ფრაგმენტებზე დაყრდნობით გამოთქვას ვარაუდები ;
§ ტექსტზე
მუშაობას;
§ ინდივიდუალურად და მთელ კლასთან ერთად მუშაობას;
§ ტექნოლოგიების
საშუალებით დააფიქსიროს მიღებული ცოდნა;
§ ტექსტის გაგება-გააზრების,
გამოავლენს ლოგიკურ და შემოქმედებით აზროვნების უნარ-ჩვევებს.
მიზნები
·
·
*
ლოგიკური აზროვნების განვითარება, აზრის დასაბუთება;
· * გამართულად და გამომეტყველებით
კითხვის ჩვევის დაუფლება;
· * ელექტრონული წიგნის მოსმენა-წაკითხვა და ვარაუდების,
მოსაზრებების ჩამოყალიბება;
· *
შეძლოს პერსონაჟების დახასიათება.
ესგ სტანდარტი:
მოსმენა
ქართ. II. 2. მოსწავლეს
შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე
შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
კითხვა
ქართ.II.9.მოსწავლეს შეუძლია კითხვის
მარტივი სტრატეგიების
გამოყენება.
ქარ. II. 8. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი / წაკითხული ტექსტი ან ტექსტის ცალკეული ფრაგმენტი გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.
წერა
ქართ.II.11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად
შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
|
||||||||||||||||
წინასწარი
ცოდნა
|
მოსწავლე ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს; ხმამაღლა გაბმულად კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის
ტექსტებს, შეუძლია შეადგინოს და დაწეროს მარტივი წინადადებები.
შეუძლია კომპიუტერის ჩართვა- გამორთვა, კლავიატურის გამოყენება; საპრეზენტაციო ფორმატის ფაილში მარტივად მუშაობა
(სლაიდშოუს რეჟიმის მართვა).
|
||||||||||||||||
შეფასების
საგანი და პროცედურები
|
მასწავლებელი ახდენს
მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას დაკვირვების საფუძველზე, თუ:
·
როგორ
შეავსეს მოასწავლეებმა დაკარგული სიტყვები(რამდენად მრავალფეროვანი სიტყვები
წარმოადგინეს და ემთხვევა თუ არა
კონტექსტს);
·
რამდენად
გაართვეს თავი კითხვის შერჩეულ სტრატეგიას, „დაკარგულ სიტყვებს“ (შეავსეს
ცხრილები, შეადარეს სწორი და არასწორი ვარიანტები. გამოიტანეს დასკვნები, როგორ მიაგნეს სიტყვებს)
·
როგორ წარმოადგინეს
პერსონაჟების მახასიათებელი სიტყვები;
·
როგორ
ასრულებენ წერით დავალებას _ (რამდენად აფასებენ
პერსონაჟს, შემოქმედებითად გადმოსცემენ საკუთარ აზრს).
შესაძლებელია მოცემული
მიმართულებები კრიტერიუმებადაც ჩამოვაყალიბოთ და წარმოვადგინოთ ანალიტიკური
შეფასების რუბრიკის სახით.(იხ. ქვემოთ)
|
||||||||||||||||
სასწავლო
მასალა და ტექნიკური რესურსები
|
მოთხრობის დაბეჭდილი ტექსტები
დაკარგული სიტყვებით, ცხრილებით__ყველა მოსწავლისათვის,
გასაფერადებლები;
დაფა, ცარცი;
პროგრამა PowerPoint_ით დამზადებული დამხმარე ელექტრონული წიგნი,
პროგრამა Word -ში დამზადებული ელექტრონული სავარჯიშო „ააწყე
ტექსტი“
უკაბელო ლოკალური ქსელი,
როუტერი, ბუკები, პროგრამა „კლასის მართვა“.
|
||||||||||||||||
გაკვეთილის
მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
წინა დღით მოსწავლეებს
ვურიგებ დაბეჭდილ ფურცლებს, სადაც მოცემულია ტექსტი დასაწყისი და ვთხოვ, დაწერონ
ვარაუდები და ვთხოვ, იხილონ ელექტრონული წიგნი (იხ.
ზევით), რომელსაც ბუკებში კლასის მართვის პროგრამის ფაილის გადაგზავნის რეჟიმით ვაწვდი
და ვაძლევ მითითებას, რომ ყურადღებით გაეცნონ
გადაგზავნილ შესრულებული სამუშაოს. შეადარონ ვარაუდები და არსებულ ტექსტი
ერთმანეთს და გამოთქვან აზრი, მოიტანონ
შემდეგ გაკვეთილზე და ერთმანეთს გაუზიარონ მოსაზრებები.
ასევე კლასის ბლოგზე http://klsisblogi.blogspot.com/
განვათავსებ ვიდეოს youtube
com-იდან https://www.youtube.com/watch?v=Eba4fWnx-5U
ამდენად, გაკვეთილი მიმდინარეობს „შებრუნებული კლასის მოდელით“.
მოსწავლეებს გაკვეთილის გამოწვევისა და წვდომის ფაზები სახლში აქვთ გასავლელი.
ელექტრონულ დამხმარე წიგნს
წინასწარ ადგენს მასწავლებელი. წიგნში მოცემულია ილუსტრაციები და მასწავლებლის
ხმოვანი კომენტარები, რაც მოსწავლეს დახმარებას გაუწევს თავად შეიმეცნოს ახალი
მასალა სახლში მუშაობის პროცესში. მოსწავლეს საშუალება
ეძლევა ელექტრონული წიგნი მრავალჯერ წიკითხოს და სამუშაო სწორად შეასრულოს.
გამოწვევა:
1.
ბართების
დარიგების შემდგომ მოსწავლე გამოთქვამს
ვარაუდებს და აფიქსირებს ფურცელზე. (იხ. ზევით)
2.
პოულობს
დაკარგულ სიტყვებს და წერს ჩარჩოებში, ეს სამუშაო კეთდება ბუკში ,,ვორდის“
ფურცელზე.
წვდომა: ელექტრონულ წიგნში მოსწავლე იწყებს მოთხრობის
ტესტის წაკითხვა-მოსმენას(იხ. ზევით) უკვირდება სიტყვებს, ამოიცნობს დაკარგული
სიტყვების სწორ ვერსიებს და აფიქსირებს მითითებულ ჩარჩოში.
რეფლქსია: წაკითხვის შემდეგ მოსწავლე პასუხობს კითხვებს, რომელიც ასევე ურიგდებათ
თაბახის ფურცელზ გაწერილი.
მომდევნო
დღეს რეფლექსიის ფაზა გრძელდება საკლასო ოთახში ერთ გაკვეთილზე წარმოდგენილი
მრავალფეროვანი აქტივობებით.
აქტივობა 1 „დაკარგული სიტყვების“ განხილვა:
მოსწავლეები განიხილავენ
დავალების დროს შესრულებულ ცხრილებს, სიტყვების ვარიანტებს, გამოცნობილი
სიტყვების რაოდენობას და მსჯელობენ, თუ როგორ
ამოიცნეს ეს სიტყვები, რა დაეხმარათ ამისათვის.
მასწავლებელი გახსნის ორსტრიქონიან ფაილს. გაკვეთილის მართვის
პორგრამით „ეკრანის გადაცემით“
მასწავლებელი “ჩემი მოფიქრებული სიტყვებისა“ და „ტექსტში მოცემული სიტყვების“ სვეტში წერს ყველა იმ სიტყვას, რომლებიც
მოსწავლეებმა დავალების შესრულებისას დაწერეს და ახდენენ საკუთარი ცხრილის ანალიზს.
აქტივობა 2 მოსწავლეები ახდენენ
ტექსტის ინსცენირებას (იხ. ლინკი) https://www.youtube.com/watch?v=Bxy4aMaJ5Ns&feature=youtu.be
და შემდგომ ახდენენ პერსონაჟების დახასიათებას, დაფაზე წინასწარ გაწერილ სქემაში
აქტივობა 3. შემაჯამებელი კითხვები:
მასწვლებელი მთელ კლასს
დაუსვამს ტექსტის ანალიზზე და შეფასებაზე ორიენტირებულ კითხვებს:
· რომელ ცხოველებზეა მოთხრობაში საუბარი?
· რამ გამოაღვიძა მძინარე ლომი?
· რატომ გადაიხარხარა ლომმა?
· რა შეემთხვა ლომს?
· რა მოევლინა მას მშველელად?
· რას გრძნობდი როცა შენი ვარაუდი გამართლდა /არ გამართლდა
· შე როგორ შეცვლიდი დასასრულს? რატომ ასე?
განვიხილავ
კლასთან ერთად მოსწავლეების მოტანილ საინტერესო
ფაქტებს.
აქტივობა 4. სახალისო
, ფერების სწორად შერჩევა
ბავშვები აფერადებენ დარიგებულ გასაფერადებლებს
(იხ.ზევით) .რომლებიც ურიგდებათ დასასრულს
|
||||||||||||||||
შეფასება
|
განმავითარებელი კომენტარები შეფასების რუბრიკა
|
Комментариев нет:
Отправить комментарий